
ბრენდის შესახებ
Casablanca 2026 წელს, ბათუმში დაარსდა.
ჩვენი იდეა მარტივია: შევქმნათ ყავა, რომელიც მხოლოდ გემოთი კი არა, საკუთარი ხასიათითაც გამოირჩევა.
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ყავა მხოლოდ არომატი და გემო არ არის — ეს არის შეგრძნება და გამოცდილება, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი დღე განსაკუთრებულად აქციოს.
პროდუქცია
რატომ Casablanca?
სახელი Casablanca ჩვენი ხედვის გამოხატულებაა: განსხვავებული ხასიათების შეხვედრა, რომლებიც ერთად ქმნიან ჰარმონიას. Arabica გვაძლევს სინაზეს, ბუნებრივ სიტკბოსა და დახვეწილ არომატს, ხოლო Robusta მატებს ძალას, ინტენსივობასა და გამოკვეთილ ხასიათს.
ორი განსხვავებული ხასიათი, ერთი დაბალანსებული გემო.
მარცვლიდან ფინჯნამდე
ჩვენთვის ხარისხი მარცვლის შერჩევით იწყება. ვაკონტროლებთ თითოეულ ეტაპს (შერჩევას, მოხალვას, შერწყმასა და დაფქვას), რათა შევინარჩუნოთ ის, რაც ყავას განსაკუთრებულს ხდის: ბუნებრივი გემო, არომატი და ხასიათი.
ჩვენ ვქმნით 100%-ით ნატურალურ ყავას, დანამატების გარეშე. მხოლოდ ყავა და მისი ბუნებრივი ხასიათი.
ყავა როგორც რიტუალი
Casablanca მხოლოდ ესპრესოსა და ამერიკანოზე არ არის ორიენტირებული. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჯეზვეში მომზადებულ ყავას, ტრადიციას, რომელიც ყავის მომზადებას რიტუალად აქცევს.
ჩვენ გვინდა, დავუბრუნდეთ ყავის კულტურას, სადაც ყავა მხოლოდ სასმელი არ არის. ის არის დრო, არომატი, საუბარი და პატარა პაუზა ყოველდღიურობაში.
კომპანიის შესახებ
Casablanca არის Scousers Group-ის ერთ-ერთი ბრენდი. Scousers Group 2026 წელს დაარსდა მისი დამფუძნებლების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებდნენ და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვთ. დღეს ეს გამოცდილება Scousers Group-ის სახელით გრძელდება, ახალი პროექტების შექმნითა და განვითარებით.
ჩვენი მთავარი გამოწვევა საკუთარ თავთან კონკურენციაა: ყოველ ახალ პროექტში მაქსიმალური შედეგის მიღწევა.
